ფეხბურთი

12:26 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი გოჩოლეიშვილი "კოპენჰაგენის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას „კოპენჰაგენში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ქართველი მცველი დანიურ გუნდს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. გიორგის „შახტარში“ სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე იუხიმ კონოპლიასა და ვინისიუს ტობიასის შემდეგ მხოლოდ მესამე არჩევანი იყო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „შახტარიდან“ „კოპენჰაგენში“ ქართველი მცველი გადავიდა - 2021 წელს, დავით ხოჭოლავამაც იგივე გზა გაიარა. გიორგი დანიურ გუნდში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია, 2022 წელს „შახტარს“ შეუერთდა, სადაც ორ სეზონში 36 მატჩში 1 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში მან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, სადაც თავი ერთი საგოლე პასით გამოიჩინა („ბარსელონასთან). დონეცკელთა რიგებში ახალგაზრდა ქართველი მცველი ორჯერ უკრაინის ჩემპიონი და ერთხელ უკრაინის თასის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებში მას 8-ჯერ უთამაშია, ევრო 2024-ის განაცხადშიც იყო, მაგრამ ოთხივე მატჩი სათადარიგო სკამზე გაატარა.

„კოპენჰაგენი“ გასულ სეზონში დანიის ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს, სადაც „მაგპისს“ პირველი მატჩი სტუმრად 3:0 მოუგო. დანიის ჩემპიონატის პირველ ტურში „კოპენჰაგენი“ 4 აგვისტოს, „რანდერსს“ უმასპინძლებს.

0.115587