ფეხბურთი

1:08 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი ესპანეთმა მოიგო. ფინალში პირინელებმა საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრები დაამარცხეს.

ბელფასტში გამართულ შეხვედრაში ანგარიში 41-ე წუთზე იკერ ბრავომ გახსნა, რომელიც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო მეორე ტაიმში ასანე დიაომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამრიგად, ესპანეთმა ამ ასაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული მე-12-ედ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ კვირაში ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო დიდებში, 19-წლამდელებში და ქალთა შორის ასევე 19-წლამდელებში...

0.1134