ფეხბურთი

17:03 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილი ორ ესპანურ კლუბს დაუკავშირეს

„ლევანტეს“ ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის დამატებით „ესპანიოლი“ და „სელტა“ ინტერესდებიან.

ესპანელი ჟურნალისტი ერიკ მარტინ გასულა იტყობინება, რომ ორივე კლუბისგან არსებობს ინტერესი, მაგრამ ამ ეტაპზე „ლევანტესთვის“ ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ.

გასულა ასევე წერს, რომ ამჟამინდელი მონაცემებით, „ლევანტეს“ ურჩევნია გიორგი არაესპანურ კლუბში გაასხვისოს, სერია A კი აშკარა ფავორიტია, სადაც შეიძლება 25 წლის ქართველი გადავიდეს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ქოჩორაშვილის მინიმალური ფასი „ლევანტეს“ შეფასებით 5 მილიონი ევროა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა, ევრო 2024-ზე თავის გამოჩენის შემდეგ დიდი შანსია, რომ მან კლუბი დატოვოს.

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ 2019 წლიდან გამოდის, თავიდან მეორე გუნდში იყო, მერე „კასტელონში“ გაანათხოვრეს, ხოლო 2023 წლიდან პირველ გუნდში თავის დამკვიდრება მოახერხა. მას საქართველოს ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.113441