ფეხბურთი

1:50 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "ლიონს" შეუერთდა და სეზონისთვის მზადება დაიწყო (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ შვებულება დაასრულა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 23 წლის ქართველი „ლიონის“ ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ხოლო გუნდთან ერთად 28 ივლისიდან ივარჯიშებს, როცა მისი თანაგუნდელები ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნდებიან.

მიქაუტაძესთან ერთად ორელ მანგალამ ივარჯიშა, რომელიც ასევე შვებულებაში იყო ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამო. ასე რომ, მიქაუტაძის მეორე თავგადასავალი „ლიონში“ ოფიციალურად დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ბოლო მომენტში არჩევანი „ლიონზე“ გააკეთა, რომელთანაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მიუხედავად იმისა, რომ "მონაკოსთან" შეთანხმება მიღწეული იყო. მისი არაოფიციალური დებიუტი კი, შეიძლება 31 ივლისს, „ტორინოსთან“ ამხანაგურ მატჩში შედგეს. "ლომებს" ტესტ-მატჩები "უნიონ ბერლინისა" და "არსენალის" წინააღმდეგაც აქვს დაგეგმილი.

ლიგა 1 სტარტს 18 აგვისტოს აიღებს და „ლიონის“ მეტოქე პირველ ტურში „რენი“ იქნება.

0.128745