ფეხბურთი

0:18 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა

საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე სამი მატჩი გაიმართა და შესაბამისად, სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა.

საგარეჯოს „გარეჯმა“ გორის „დილას“ შემდეგ კიდევ ერთი ეროვნული ლიგის ბინადარი ჩამოიცილა გზიდან და ამჯერად „სამტრედიას“ აჯობა, თანაც დიდი ანგარიშით - 5:0. ასე რომ, „გარეჯი“ მეოთხედფინალშია.

„ლოკომოტივი“ – „თელავის“ და „სამგურალი“ – „გაგრას“ მატჩები უგოლოდ დასრულდა და ორივე შემთხვევაში გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა. „თელავმა“ „ლოკოს“ 5:3 სძლია, ხოლო „გაგრამ“ „სამგურალს“ სერია 8:7 მოუგო.

საქართველოს თასის მერვედფინალში დღეს კიდევ ოთხი მატჩი გაიმართება: „ლოკომოტივი 2“ – „სპაერი“, „დინამო თბილისი 2“ – „ტორპედო“, „რუსთავი“ – „კოლხეთი ფოთი“ და „იბერია“ – „დინამო თბილისი“.

„მეშახტე“ – „დინამო ბათუმის“ მატჩი კი გადადებულია და მოგვიანებით გაიმართება.

0.131383