ფეხბურთი

23:57 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გაგნიძის შესანიშნავი გოლი მოსკოვის "ლოკომოტივთან" (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში მოსკოვურ დერბიში „დინამომ“ „ლოკომოტივი“ 3:1 დაამარცხა, ლუკა გაგნიძემ კი ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში უთამაშია და ახლა 21-წლამდელების წევრია, ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან მარცხენა ფეხით დალაშქრა მეტოქის კარი. ლუკა 63-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 71-ე წუთზე შეცვალეს.

მოსკოვის „დინამო“ 6 ქულით ორი ტურის შემდეგ „ზენიტთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 3 აგვისტოს, „აკრონს“ ესტუმრება.

0.119508