ფეხბურთი

22:59 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "ზურიკოს როცა ბურთი აქვს, ვგრძნობთ, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ „ვილიარეალთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა.

ქართველს ფრანგულ გუნდში წარმოუდგენელი დებიუტი ჰქონდა - 45 წუთში დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა. მისი ორივე გოლი ძალიან ეფექტური იყო, მაგრამ პირველი შედევრი გამოდგა. რა გასაკვირია, რომ დალ’ოლიომ ზურიკო შეაქო.

„ის კლასიანი მოთამაშეა, ვიცით, რომ ძალიან კარგი დონე აქვს. მან დაგვანახა, რომ იცის ბურთის შენარჩუნება, გოლის გატანა და პასი. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ 23 წლისაა, რაღაც გამოცდილება მოაქვს. როცა ბურთი აქვს, ვგრძნობთ, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, „სენტ ეტიენი“ კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს მოსამზადებელ ეტაპზე „მონპელიესთან“ (31 ივლისი), „გრენობლთან“ (3 აგვისტო) და „ხეტაფესთან“ (7 აგვისტო), ხოლო ლიგა 1-ის პირველ ტურში 18 აგვისტოს, „მონაკოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.116405