გიორგი სარდალაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. 21 წლის ქართველმა რეპეშაჟის შეხვედრა ადვილად მოიგო.
სარდალაშვილმა სამხრეთკორეელ ვონ ჯინ კიმის ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ შებოჭვაზე დაიჭირა და მოგება მარტივად მოახერხა. შესაბამისად, ბრინჯაოს მედლისთვის გავა ტატამიზე.
მოგეხსენებათ, მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა სარდალაშვილმა ოლიმპიადა ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკთან გამარჯვებით დაიწყო, ხოლო შემდეგ დამატებით დროში წააგო თურქ სალიჰ ილდიზთან და ამიტომ, რეპეშაჟში გადავიდა.