გერმანულმა „კარლსრუემ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაასრულა და ბოლო ამხანაგურ მატჩში ფრანგული „სტრასბური“ შინ 4:1 დაამარცხა.
ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ეფექტური გოლიც გაიტანა. მე-40 წუთზე ქართველმა ფორვარდმა საჯარიმოს მისადგომებიდან უნაკლოდ დაარტყა და იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა.
მოგეხსენებათ, ბუდუ დაახლოებით 10 დღის წინ შეუერთდა „კარლსრუეს“ შეკრებაზე და „სტრასბურამდე“ „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ თავით დუბლით გამოიჩინა. ასე რომ, ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდება.
„კარლსრუე“ II ბუნდესლიგის პირველ ტურში 3 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ნიურნბერგს“ უმასპინძლებს.