ძიუდო

15:05 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოსთვის გააგრძელებს

პარიზის ოლიმპიადაზე გიორგი სარდალაშვილი მეოთხედფინალში თურქ სალიჰ ილდიზთან დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.

მეოთხედფინალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა, 8 წუთში ძიუდოისტებმა გდება ვერ გააკეთეს, ორ-ორი გაფრთხილება ჰქონდათ, ხოლო შემდეგ თურქმა გიორგი შებოჭვაზე დაიჭირა და მოიგო. აღსანიშნავია, რომ მანამდე გიორგის ჰქონდა შებოჭვის შანსი, მაგრამ თურქმა თავის დაძვრენა მოახერხა.

მანამდე, სარდალაშვილი მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს შეხვდა, რომელსაც ვაზარით ამარცხებდა, ხოლო შემდეგ აკრძალული ილეთის გამო ვოლჩაკი ბრძოლიდან ჩახსნეს და გიორგი, რომელიც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, ასე გავიდა მეოთხედფინალში.

სარდალაშვილი ახლა რეპეშაჟში გადაინაცვლებს, სადაც ბრინჯაოს მოსაპოვებლად ორი ბრძოლის მოგება დასჭირდება. რეპეშაჟის პირველი შეხვედრა გიორგის სამხრეთკორეელი ვონ ჯინ კიმის წინააღმდეგ ელოდება.

0.113574