სხვა

9:35 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების 28 ივლისის განრიგი

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს, 28 ივლისს, სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

ძიუდოში 66 კგ წონით კატეგორიაში გამოვა ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც ბოლო ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია. ვაჟა პირველი წრისგან თავისუფალია, მეორე ეტაპზე კი, ფრანგ ვალიდ ხიარსა და ლტოლვილთა გუნდის წარმომადგენელ მოჰამედ რაშნონეზადს შორის უმჯობესს შეხვდება. ძიუდოს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან.

კრივში, 92 კგ წონით კატეგორიაში მერვედფინალური შეხვედრა ელოდება გიორგი ყუშიტაშვილს, რომლის მეტოქე ტაჯიკი დავლათ ბოლთაევია. ეს ბრძოლა თბილისის დროით 22:48 საათზეა ჩანიშნული. დღესვე იასპარეზებს გულაღმა ცურვაში 100 მეტრ დისტანციაზე ნოე ფანცხავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ოლიმპიადაზე ჯერჯერობით უმედლოდაა. პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალაშვილმა, სანდრო ბაზაძემ, ანა ნიჟარაძემ და ნინო სალუქვაძემ კვარცხლბეკზე ასვლა ვერ შეძლეს.

0.122646