ძიუდო

13:52 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებით დაიწყო გამოსვლა გიორგი სარდალაშვილმა. ქართველმა ძიუდოისტმა 60 კგ წონით კატეგორიაში მერვედფინალური ბარიერი დაძლია და მეოთხედფიანლშია.

სარდალაშვილი მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს შეხვდა, რომელსაც ვაზარით ამარცხებდა, ხოლო შემდეგ აკრძალული ილეთის გამო ვოლჩაკი ბრძოლიდან ჩახსნეს და გიორგი, რომელიც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, მეოთხედფინალში გავიდა და ბრძოლას აგრძელებს.

მეოთხედფინალში სარდალაშვილი თურქ სალიჰ ილდიზს დაუპირისპირდება.

0.137927