2013 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა 20 ნაკრების ვინაობა იმ 24-დან, რომლებიც ესპანეთში 2014 წელს დაგეგმილ საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ.
ოლიმპიური ჩემპიონი: აშშ.
მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი: ესპანეთი.
აფრიკა:
ამერიკა: მექსიკა, პუერტო-რიკო,
აზია: ფილიპინები, ირანი, სამხრეთ
ოკეანეთი: ავსტრალია, ახალი ზელანდია.
ევროპა: ლიტვა, საფრანგეთი, ხორვატია,
დარჩენილი ოთხ ვაკანსიას ის გუნდები შეავსებენ, რომელთაც ფიბა-სგან “უაილდ ქარდები” ერგებათ, მათი ვინაობა კი მიმდინარე წლის 23-24 ნოემბერს ბუენოს-აირესში დაგეგმილ ორგანიზაციის კონგრესზე გაცხადდება.
სხვა საქმეა, რომ აღნიშნული უფლებისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია. მაგალითად, იტალიის კალათბურთის ფედერაცია მზადაა, “უაილდ ქარდისთვის” 500 ათასი ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ გასულ ევრობასკეტზე აპენინელებმა მხოლოდ მე-8 ადგილი დაიკავეს და ახლა, მსოფლიოს პირველობის საგზურისთვის ბრძოლა ამ ხერხებით უწევთ.
მოსალოდნელია, რომ დარჩენილი 4 ვაკანსიისთვის იტალიელთა გარდა, ბრაზილია, ჩინეთი, თურქეთი, საბერძნეთი, ვენესუელა, ნიგერია, ტუნისი, კანადა, ტაივანი და რუსეთიც იბრძოლებენ.
უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი “უაილდ ქარდი” დიდი ალბათობით ჩინეთს ერგება. ფავორიტთა შორისაა 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძელი ბრაზილიაც, ევროპელთაგან კი საუკეთესო შანსები ხსენებულ იტალიას და თურქეთს გააჩნიათ.
ცნობისთვის, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა 4 თებერვალს ბარსელონაში გახლავთ დაგეგმილი.