გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლუკაშ პოდოლსკი იმედგაცრუებულია ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ტურნირზე პოლონეთთან 0:2 წაგებით.
“რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ. ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, მეტოქის კარში გოლი ვერ გავიტანეთ, თუმცა ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. ფეხბურთში ხდება ხოლმე, რომ გუნდი, რომელსაც უპირატესობა აქვს, აგებს. სპორტში იღბალი დიდ როლს თამაშობს. ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჯგუფში პირველი ადგილი რომ დავიკავოთ” –პოდოლსკის Sky Sport ციტირებს.
გერმანია, ერთი მოგებით და ერთი წაგებით, “დ” ჯგუფში მე-3 ადგილზეა.