„მონცამ“ „მილანიდან“ 22 წლის ნახევარმცველი დანიელ მალდინი შეიძინა. ლომბარდიელებს ეს ტრანსფერი 3 მილიონი ევრო დაუჯდათ.
მალდინიმ „მონცაში“ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით გაატარა და 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ამჯერად კი, ის გამოისყიდეს. მოგეხსენებათ, დანიელი ლეგენდარული პაოლო მალდინის ვაჟია.
დანიელ მალდინის „მილანის“ და „მონცას“ გარდა, „სპეციასა“ და „ემპოლიში“ აქვს ნათამაშები.