ფლორენციის „ფიორენტინამ“ „მონცადა“ 25 წლის ნახევარმცველი ანდრეა კოლპანი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
კოლპანი „იებს“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატა.
ანდრეა კოლპანიმ თავი გასულ სეზონში გამოიჩინა, როდესაც 39 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ის ბერგამოს „ატალანტას“ აღზრდილია, ერთი სეზონი „ტრაპანიშიც“ ითამაშა.
„ფიორენტინას“ მწვრთნელი რაფაელე პალადინოა, რომელიც კოლპანის „მონცადან“ ძალიან კარგად იცნობს.