ფეხბურთი

0:24 | 26.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ომონიას" ფეხბურთელი: "მსაჯმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ რეაგირება მოვახდინეთ"

ნიქოზიის „ომონიას“ მცველმა სენუ კულიბალიმ „ტორპედოსთან“ დუბლი შეასრულა და მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მსაჯს ქართული გუნდის გოლი არ უნდა ჩაეთვალა, სწორედ მას აჯობა მომო იანსანემ.

"მსაჯმა შეცდომა დაუშვა ჩვენ გაშვებულ გოლში. მაგრამ შემდგომ რეაგირება მოვახდინეთ და მესამე გოლი მნიშვნელოვანი იყო განმეორებითი მატჩისთვის. მოწინააღმდეგე გუნდი კარგია, მაგრამ მთლიანობაში კარგი თამაში ჩავატარეთ. ორჯერ პირველად გავიტანე, ევროთასების თამაშებით ვტკბები“, - თქვა კულიბალიმ.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ „ომონიას“ 1-ელ აგვისტოს ქუთაისში უმასპინძლებს.

0.107761