ფრანგი ფეხბურთელი მუსა დიაბი „ალ-იტიჰადს“ შეუერთდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
არაბებმა ბირმინგემის „ასტონ ვილას“ 60 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო დიაბისთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმეს. ფრანგი საუდის არაბეთში წელიწადში 13 მილიონ ევროს მიიღებს.
მუსა დიაბის „პარი სენ-ჟერმენში“, „კროტონეში“, „ლევერკუზენში“ უთამაშია, ხოლო გასულ სეზონში „ასტონ ვილაში“ ჩატარებულ 54 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა.