ფეხბურთი

19:00 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტეფან სავიჩმა "ატლეტიკო" დატოვა და თურქეთში ითამაშებს

მონტენეგროელი მცველი სტეფან სავიჩი კარიერას „ტრაბზონსპორში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

სავიჩმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თურქეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მან ტრაბზონელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სტეფან სავიჩი „ატლეტიკოში“ 2015 წლიდან თამაშობდა, ხოლო მანამდე „ბორცას“, „პარტიზანის“, „მანჩესტერ სიტის“ და „ფიორენტინას“ წევრი იყო.

0.123638