ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერონას ჩელენჯერის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.
ბასილაშვილი მერვედფინალში მასპინძელს, იაკოპო ბერეტინის დაუპირისპირდა, რომელიც ორ სეტში, 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა პირველ სეტში ორი გეიმი მოიგო მეტოქის ჩაწოდებაზე, ხოლო მეორე სეტში ეს სამჯერ გააკეთა და გამარჯვება არ გასჭირვებია.
ბასილაშვილს ეისი არ ჰქონია და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ბერეტინის აქტივში 1 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა იყო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის მეოთხედფინალში ნიდერლანდელ იესპერ დე იონგს შეხვდება. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად რეიტინგში 443-ე ადგილზეა.