ფეხბურთი

20:51 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი გრანადაში ხუთშაბათს იქნება

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი ესპანურ „გრანადაში“ გადასვლასთან ახლოსაა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ხუთშაბათს, გრანადაში იქნება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომლის შემდეგ უკვე კონტრაქტსაც გააფორმებს.

ესპანელები გიორგის კიევის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით დაიმატებენ, მაგრამ გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

წიტაიშვილს იჯარით „დინამო ბათუმში“, „ლეხში“, „ვისლაში“, „ჩერნომორეცსა“ და „ვორსკლაში“ უთამაშია. საქართველოს ნაკრებში გიორგის აქტივში 21 მატჩი და 1 გოლია. აქვე გეტყვით, რომ „გრანადა“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარია.

0.139122