ფეხბურთი

19:46 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხმა შეიძლება "ბაიერნი" დატოვოს

მიუნხენის „ბაიერნი“ შესაძლოა იოზუა კიმიხმა დატოვოს. გერმანული მედიის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი ვენსან კომპანის გეგმებში არ შედის.

კიმიხს „ბაიერნში“ 2025 წლის ზაფხულამდე სურს, როცა კონტრაქტი ეწურება, მაგრამ ისიც იცის, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს. მეტიც, კომპანი კიმიხს ნახევარდაცვაში არ მოიაზრებს, ხოლო მარჯვენა მცველის პოზიციაზე მისი ფავორიტი იოსიპ სტანიშიჩია.

კიმიხის მიმართ ინტერესს „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენს, მაგრამ გერმანელი არ არის დარწმუნებული პარიზში გადასვლაზე მეუღლესა და ოთხ შვილთან ერთად, ამიტომაც, ცდილობს მიუნხენში დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ იოზუა კიმიხი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობს და 390 შეხვედრაში 42 გოლი აქვს გატანილი.

0.117985