ფეხბურთი

10:24 | 23.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ული ჰიონესმა „ბაიერნის“ სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა

„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა კლუბის ზაფხულის სატრანსფერო კამპანია გააკრიტიკა.

გერმანული გამოცემა Bild-ისთვის მიცემულ კომენტარში, ჰიონესმა განაცხადა, რომ „ბაიერნმა“ შეიძინა ცენტრალური მცველი ჰიროკი იტო „შტუტგარტიდან““ 23,5 მილიონ ევროდ, გარემარბი მაიკლ ოლისე „კრისტალ პალასიდან“ და ნახევარმცველი ჟოაუ პალინიუ, რომელთა ტრანსფერებიც დაახლოებით 50 მილიონი ევრო დაჯდა.

„მალე ფული აღარ გვექნება და თამაშებზე არტიკულირებული ავტობუსით გავემგზავრებით (ავტობუსი, რომელიც შედგება ორი ან მეტი განყოფილებისგან)", - ციტირებს Bild ჰიოენესის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

0.123569