ფეხბურთი

23:10 | 22.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენსა" და "ნაპოლის" შორის ოსიმენზე მოლაპარაკებები შეჩერებულია

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ნაპოლის“ შორის ვიქტორ ოსიმენზე მოლაპარაკებები შეფერხებულია და წინ არ მიიწევს.

პსჟ-მ უარი თქვა გარიგებაში კან-ინ ლის ჩართვაზე, რომელიც „ნაპოლიში“ მოსწონთ და პარიზელები არ აპირებენ გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურებას, რაც იტალიელების სურვილია.

ამ ეტაპზე არსებული პირობებით ტრანსფერი არ შედგება. რომანო იმასაც წერს, რომ პსჟ-ში კმაყოფილი არიან რანდალ კოლო მუანით და გაბრიელ რამოშით.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს რომელუ ლუკაკუს დამატება სურს და ამიტომაც, იტალიელები ცდილობენ ოსიმენი გაყიდონ.

0.11043