ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ფეხბურთელი მუსა დიაბი კარიერას „ალ-იტიჰადში“ გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ.
25 წლის შემტევის სანაცვლოდ ინგლისელები არაბული კლუბისგან 60 მილიონ ევროს მიიღებენ და შემდეგ ფრანგი „ალ-იტიჰადის“ წევრი გახდება.
მუსა დიაბის „პარი სენ-ჟერმენში“, „კროტონეში“, „ლევერკუზენში“ უთამაშია, ხოლო გასულ სეზონში „ასტონ ვილაში“ ჩატარებულ 54 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი.