ფეხბურთი

23:15 | 21.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფანცულაიას გოლი "აკტობესთან" (+VIDEO)

ყაზახეთის თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ჟენისის“ ფეხბურთელმა გიორგი ფანცულაიამ „აკტობესთან“ გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა 71-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, 7 წუთში „ჟენისის“ მეორე ქართველმა ლეგიონერმა ზურაბ თევზაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო შემდეგ მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს და „აკტობემ“ 2:1 მოიგო.

გუნდები ჯგუფს 6-6 ქულით ლიდერობენ, ფანცულაიამ კი „ჟენისში“ სადებიუტო გოლი გაიტანა.

0.118622