ფეხბურთი

22:32 | 21.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძის საგოლე პასი "ვოლოსთან" ამხანაგურ მატჩში (+VIDEO)

„ფროზინონემ“ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ბერძნული „ვოლოსი“ 3:0 დაამარცხა, გიორგი კვერნაძემ კი საგოლე პასი მიითვალა.

იტალიური გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო ვივარინიმ გიორგი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და ნდობა მას ქართველმა გაუმართლა. ანგარიში 34-ე წუთზე მარვინ ჩუნიმ სწორედ გიორგის შესანიშნავი მოქმედების წყალობით გახსნა.

კვერნაძის მეტოქის პასი ჩაჭრა, დრიბლინგით გაარღვია მეტოქის დაცვა და თანაგუნდელს პასი ცარიელი კარის წინ გაუკეთა. ქართველი შესვენებაზე შეცვალეს.

მოგეხსენებათ, „ფროზინონემ“ გიორგი კვერნაძე გამოისყიდა და ალბათ, სერია B-ში მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

„ფროზინონე“ სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს „ბარის“, „პოტენცას“ და „ლაციოს“ წინააღმდეგ, ხოლო 12 აგვისტოს, იტალიის თასზე „პიზას“ შეხვდება, სერია B-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „სამპდორიას“ შინ დაუპირისპირდება.

0.118967