ივან რაკიტიჩმა „ალ-შაბაბი“ დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც სპლიტის „ჰაიდუკთან“ გააფორმა კონტრაქტი. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ივანმა „ჰაიდუკთან“ 1+1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მან საუდის არაბეთში მხოლოდ 6 თვე გაატარა და კლუბი დატოვა, სადაც მხოლოდ 8 თამაში ჩაატარა (1 გოლი).
„ჰაიდუკში“ რაკიტიჩის გარდა, მისი ყოფილი თანაგუნდელები ხორვატიის ნაკრებიდან, მარკო ლივაია და ივან პერიშიჩი თამაშობენ, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზოა.
36 წლის ივან რაკიტიჩს „ალ-შაბაბის“ გარდა, „ბაზელში“, „შალკეში“, „სევილიასა“ და „ბარსელონაში“ უთამაშია.