„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ „ჯილინგემთან“ ამხანაგური მატჩის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.
„უოტფორდმა“ ეს ტესტ-მატჩი 0:2 წააგო, ხოლო ქართველს არ უთამაშია, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურ კლუბს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.
„ის კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც ამ კვირაში შემოგვიერთდა. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ის დაბრუნების შემდეგ ბევრჯერ არ მინახავს. მოუთმენლად ველოდი, დღეს პრესეზონზე მის პირველ წუთებს, განსაკუთრებით იმ შესანიშნავი თამაშის შემდეგ, რაც მან ევრო 2024-ზე აჩვენა, მაგრამ ამ კვირაში ბევრი ვერ ივარჯიშა“, - თქვა ქლევერლიმ.
შეგახსენებთ, რომ „უოტფორდი“ პრესეზონზე კიდევ რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს, ინგლისის ჩემპიონშიფის ახალი სეზონი კი, 10 აგვისტოს დაიწყება და პირველ ტურში ქლევერლის გუნდი „მილუოლს“ ესტუმრება.