ფეხბურთი

10:34 | 21.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" სამი მეკარე დაუკავშირეს, მათ შორის, გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ბრიტანელი ჟურნალისტები „ჩელსის“ უკავშირებენ.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე, „ჩელსი“ ერთადერთი კლუბია (დიდი კლუბებიდან), რომელიც მეკარის პოზიციაზე ახალ ფეხბურთელს ეძებს. თუმცა, ჯერჯერობით, ყველაფერი ჯორჯე პეტროვიჩის გაყიდვაზეა დამოკიდებული. თუ ინგლისელები მის გასხვისებას მოახერხებენ, ახალი მეკარის მოყვანას ეცდებიან, რომელიც რობერტ სანჩესს კონკურენციას გაუწევს. ამ დროისთვის, სწორედ ესპანელი განიხილება ლონდონელთა პირველ მეკარედ.

ინგლისელებს მამარდაშვილსა და „ვილიარეალის“ მეკარეს, ფილიპ იორგენსენს უკავშირებენ. არის მესამე ვარიანტიც - ჯეიმს ტრაფორდი. სხვა დეტალები უცნობია. ბრიტანულ გამოცემაში ისიც დაწერეს, რომ მამარდაშვილი არ არის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, ენცო მარესკას ფავორიტი, რადგან იტალიელი ისეთი მეკარის დამატება სურს, რომლის მთავარი პლუსი ფეხით თამაშია.

გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027-წლამდე აკავშირებს და ესპანური კლუბი მას 35-40 მილიონ ევროდ აფასებს. გიორგი „ლოს ჩეს“ შეკრებაზე 27 ივლისს უნდა შეუერთდეს.

0.117305