ფეხბურთი

22:17 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" პრესეზონზე მეორე ამხანაგური მატჩიც ადვილად მოიგო (+VIDEO)
კონტემ ისევ 3-4-2-1 სქემით ათამაშა გუნდი

„ნაპოლიმ“ პრესეზონზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და დიმაროში, „მანტოვა“ 3:0 დაამარცხა.

ანტონიო კონტეს გუნდმა საწყის 16 წუთში გაიტანა სამივე გოლი. ანგარიში იესპერ ლინდსტრომმა გახსნა, შემდეგ ლეონარდო სპინაცოლამ გამოიჩინა თავი, ხოლო ვალიდ შედირამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" ოთხი დღის წინ სამოყვარული გუნდი, "ანაუნე" 4:0 დაამარცხა.

კონტემ „ნაპოლი“ ისევ 3-4-2-1 ტაქტიკური სქემით ათამაშა და როგორც ჩანს, იტალიელი სპორედ ამ სქემის გამოყენებას აპირებს. ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშა, ქართველი შვებულებაშია და „აძურის“ 25 ივლისს უნდა შეუერთდეს.

„ნაპოლის“ პრესეზონზე კიდევ აქვს ამხანაგური მატჩები - „ადანა დემირსპორთან“ (28 ივლისი), „ბრესტთან“ (31 ივლისი) და „ჟირონასთან“ (3 აგვისტო), ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.

0.133664