ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ნგოლო კანტე შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ბრიტანული მედიის ცნობით, 33 წლის ნახევარმცველის გადაბირება ლონდონის „ვესტ ჰემს“ სურს.
„ჩაქუჩები“ მუშაობენ „ალ-იტიჰადთან“ შესათანხმებლად, კანტესაც სურს ინგლისში დაბრუნება.
ნგოლო კანტე პრემიერლიგაში „ლესტერის“ და „ჩელსის“ მაისურით თამაშობდა, ხოლო გასულ წელს „ალ-იტიჰადში“ გადავიდა, სადაც 46 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ნგოლომ ევრო 2024-ზეც ითამაშა, სადაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე თამაში ისევ შეუძლია.