ფეხბურთი

22:35 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" კოლუმბიელი მცველი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ჰელას ვერონადან“ კოლუმბიელი განაპირა მცველი ხუან კაბალი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

კაბალმა „იუვესთან“ კონტრაქტი 2029-წლამდე გააფორმა, „ვერონამ“ კი 12 მილიონი ევრო მიიღო.

ხუან კაბალმა „ვერონაში“ 2022 წლიდან 34 მატჩი ჩაატარა, ხოლო მანამდე მშობლიურ „ატლეტიკო ნასიონალში“ ირჯებოდა.

0.113958