ფეხბურთი

18:35 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "90%-ით "კარლსრუეში" დავრჩები"
იგორ მატანოვიჩის წასვლის შემდეგ ბუდუ გუნდისთვის ბევრად მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა გახდეს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის შვებულება დასრულდა და ის გუშინ „კარლსრუეს“ შეუერთდა, გუნდთან ერთადაც ივარჯიშა.

როგორც ბუდუმ გერმანულ მედიას უთხრა, სავარაუდოდ, „კარლსრუეში“ დარჩება, რომელთანაც კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს: „არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ 90%-ით „კარლსრუეში“ დავრჩები“, - განუცხადა მან Badische Neuesten Nachrichten-ს.

ცოტა ხნის წინ გერმანული გუნდის სპორტულმა დირექტორმა სებასტიან ფრაისმაც თქვა, რომ გუნდში ზივზივაძის დარჩენას ელოდება და ამის იმედი აქვს. მას შემდეგ, რაც „კარლსრუეს“ მთავარი ფორვარდი იგორ მატანოვიჩი „აინტრახტში“ დაბრუნდა, ბუდუ გუნდისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება.

II ბუნდესლიგის გასულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 30 მატჩში 12 გოლი გაიტანა. „კარლსრუე“ სეზონის პირველ ტურში 3 აგვისტოს, „ნიურნბერგს“ უმასპინძლებს.

0.11895