MLS-ის 24-ე ტურში საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედი“ „ნიუ იორკ სიტის“ დაუზავდა. მატჩი 2:2 დასრულდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლიც გაიტანა.
„ატალანტა იუნაიტედმა“ ამ შეხვედრაში ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრი მონაწილეობდა. საბას პასი 21-ე წამზე დანიელ რიოსმა გამოიყენა და ანგარიში გახსნა.
38-ე წუთზე კი თავად ლობჯანიძის ჯერი დადგა. ქართველმა მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა და იმ დროისთვის საკუთარი გუნდი 2:0 დააწინაურა.
ამის მიუხედავად ქართველის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. საბამ მოედანზე 75 წუთი გაატარა. იმ დროისთვის ანგარიში ჯერ კიდევ 2:1 იყო.
„ატლანტა იუნაიტედს“ 25 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა. ქართველის გუნდს პლეი-ინამდე 2 ქულა აშორებს.