ფეხბურთი

15:47 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: "ლიონთან" მიქაუტაძის კონტრაქტის გაფორმებას საათები აშორებს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძალიან მალე „ლიონის“ ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

„მეცი“ „ლიონისგან“ ფინანსურ გარანტიებს ითხოვს, თუმცა, ტრანსფერი უახლოეს საათებში წარმატებით უნდა დაიხუროს, რის შემდგომაც გიორგი 5-წლიან მოაწერს ხელს.

ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ „მეცი“ 18 მილიონ ევროს მიიღებს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი აგენტი ცდილობდა გიორგი „მონაკოში“ გადაეყვანა, მაგრამ გადამწყვეტი 23 წლის შემტევის სურვილი აღმოჩნდა და ის მშობლიურ კლუბს დაუბრუნდება.

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის გასულ სეზონში 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე თავი 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა, რითაც ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.

0.11282