ფეხბურთი

17:37 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ადრიენ რაბიომ "იუვენტუსი" დატოვა

ადრიენ რაბიომ ტურინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და კლუბი უფასოდ დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ფრანგმა „იუვესგან“ ახალ კონტრაქტზე შეთავაზება მიიღო, მაგრამ ფეხბურთელმა უარი განაცხადა, რის გამოც, ხელშეკრულება, რომელიც 30 ივნისს ამოიწურა, არ გაანახლა. რაბიო უმალვე დაუკავშირეს „მილანს“ და „ნაპოლის“, თუმცა სად გააგრძელებს 29 წლის ნახევარმცველი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

ადრიენ რაბიო „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 212 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა.

პარალელურად, „იუვემ“ „ვერონასთან“ შეთანხმებას მიაღწია მარცხენა მცველის, ხუან კაბალის ტრანსფერზე. ტურინელებმა „ინტერის“ კონკურენცია დაძლიეს და 23 წლის კოლუმბიელ ფეხბურთელს 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატებენ.

კაბალი დღეს დილით უკვე ჩავიდა ტურინში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

0.119795