ფეხბურთი

16:14 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საკი: "1994 წლის იტალიას და 2006 წლის იტალიას შორის განსხვავება ბაჯოს პენალტია"

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ იტალიურ პრესაში წერილი გამოაქვეყნა 1994 წლის მუნდიალზე, სადაც ერთი ფრაზაა საინტერესო. საკიმ აღნიშნა, რომ 2006 წლის იტალიასთან მისი იტალიის განსხვავება ერთი პენალტია, რომელიც რობერტო ბაჯომ ვერ გამოიყენა...

„განსხვავება ჩემს 1994 წლის იტალიასა და ლიპის 2006 წლის იტალიას შორის, რომელმაც ტიტული მოიგო, ერთი პენალტია: რობერტო ბაჯომ ვერ გაიტანა, ფაბიო გროსომ გაიტანა“, - დაწერა წერილში საკიმ.

ვეტერანი ფეხბურთელი ალდო სერენა საკის ამ განცხადებას გამოეხმაურა და ის გააკრიტიკა:

„მთელი პატივისცემით, არ შეიძლება ამის წაკითხვა: დაცვითი და მოკრძალებული თამაში სტილი (რის გამოც ის ყოველთვის სხვებს აკრიტიკებდა). რობერტო ბაჯო იყო ფეხბურთელი, რომელმაც იტალია დამცირებისგან თავისი ფანტაზიით იხსნა და მადლობა მისთვის არ გადაუხდია“.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრები 1994 წელს საკმაოდ დაცვით ფეხბურთს თამაშობდა და რომ არა, ბაჯო ფინალში ნამდვილად ვერ გავიდოდა. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, ლიპის იტალიის ნაკრები 2006 წელს განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს და არც კონკრეტულ ფეხბურთელზე ყოფილა დამოკიდებული.

0.117999