ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. მომდევნო ეტაპზე გავიდა ბრატისლავის „სლოვანი“, რომელმაც „სტრუგას“ მეორე მატჩიც მოუგო (2:1), ორი შეხვედრის ჯამში 6:3 აჯობა და მეორე წრეშია. გურამ კაშიამ რასაკვირველია, ითამაშა.
ლაშა ოდიშარიას რფს-მა გასვლაზე „ლარნე“ 4:0 გაანადგურა. ქართველმა მე-60 წუთიდან ითამაშა. ლატვიელებმა ორი მატჩის ჯამში 7:0 მოიგეს.
ბოსნიურმა „ბორაც ბანია ლუკამ“ პენალტების სერიაში აჯობა ალბანეთის ჩემპიონ „ეგნატიას“, ხოლო მოლდოვურმა „პეტროკუბმა“ ყაზახეთის ჩემპიონი „ორდაბასი“ გააგდო, რომელსაც ორი მატჩის ჯამში 1:0 აჯობა. მომდევნო ეტაპზეა ფარერების „კლაკსვიკიც“, რომელიც უგოლოდ დაუზავდა „დიფერდანჟს“ და შინ მოგებული ჰქონდა.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები ასეთია:
„ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი) – „დინამო მინსკი“ (ბელარუსი)
„აპოელი“ (კვიპროსი) – „პეტროკუბი“ (მოლდოვა)
„ფერენცვაროში“ (უნგრეთი) – „ნიუ საინტსი“ (უელსი)
„პაოკი“ (საბერძნეთი) – „ბორაცი“ (ბოსნია)
„ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია) - რფს (ლატვია)
„მალმიო“ (შვედეთი) – „კლაკსვიკი“ (ფარერები)
„შემროკ როვერსი“ (ირლანდია) – „სპარტა“ (ჩეხეთი)
„სანტა კოლომა“ (ანდორა) – „მიდტიულანდი“ (დანია)
„ცელიე“ (სლოვენია) – „სლოვანი“ (სლოვაკეთი)
„პანევეჟისი“ (ლიეტუვა) – „იაგელონია“ (პოლონეთი)
„ლინკოლნი“ (გიბრალტარი) – „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი)
„სტიაუა“ (რუმინეთი) – „მაკაბი თელ ავივი“ (ისრაელი)
„ლუგანო“ (შვეიცარია) – „ფენერბაჰჩე“ (თურქეთ)
„დინამო კიევი“ (უკრაინა) – „პარტიზანი“ (სერბეთი)
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებ 23-24 და 30-31 ივლისს გაიმართება.