კიევის „დინამომ“ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე ფეიქრიშვილი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრების კაპიტანმა უკრაინულ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „დინამო თბილისის“ აღზრდილია, რომლის მეორე გუნდში 28 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.
ჯერჯერობით, უცნობია, ფეიქრიშვილი კიეველთა მთავარ გუნდში ითამაშებს, თუ მეორე გუნდში საწყის ეტაპზე მაინც.