ფეხბურთი

21:07 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" პორტუგალიელი მცველი დაიმატა

რომის „ლაციომ“ პორტუგალიელი მცველი ნუნუ ტავარეში დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

24 წლის ფეხბურთელი „არსენალის“ საკუთრებაში იყო, ამიერიდან კი, „ლაციოს“ ღირსებას დაიცავს.

მან კარიერა „ბენფიკაში“ დაიწყო, საიდანაც „არსენალში“ გადავიდა, მაგრამ ერთი სეზონის შემდეგ კლუბი დატოვა და ბოლო ორი სეზონი იჯარით ჯერ „მარსელში“, მერე კი „ნოტინგემში“ გაატარა.

0.111471