ფეხბურთი

19:18 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "ვამაყობ, რომ ერთ-ერთი ბომბარდირი გავხდი"

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირობასთან დაკავშირებით.

„ვამაყობ, რომ ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გავხდი. კიდევ ვულოცავ ამ საოცარ გუნდს, თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა“, - დაწერა მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ზე 3-3 გოლით ბომბარდირები გახდნენ გიორგი მიქაუტაძე, დანი ოლმო, კოდი გაკპო, ჰარი კეინი, ჯამალ მუსიალა და ივან შრანცი. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძეზე ნაკლები წუთი მოედანზე ჩამოთვლილთაგან მხოლოდ შრანცმა გაატარა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ოთხ მატჩში 3 გოლთან ერთად, საგოლე პასიც მიითვალა. ქართველმა გოლები თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას გაუტანა.

0.128407