ფეხბურთი

18:40 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატა კარიერას "მილანში" გააგრძელებს

ესპანეთის ნაკრების კაპიტანი ალვარო მორატა კარიერას „მილანში“ გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ყველაფერი შეთანხმებულია.

„როსონერი“ „ატლეტიკოს“ 31 წლის ფორვარდის სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას გადაუხდის, რაც 13 მილიონ ევროს შეადგენს. მორატა „მილანთან“ 2028-წლამდე გააფორმებს კონტრაქტს და სეზონში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ალვარო იტალიას კარგად იცნობს - მას იტალიელი მეუღლე ჰყავს, ხოლო 2014-2016 და 2020-2022 წლებში „იუვენტუსში“ ორჯერ თამაშობდა, რომლის მაისურით ოთხ სეზონში 185 მატჩში 57 გოლი გაიტანა. „ატლეტიკოში“ მორატამ 2018-2020 და 2022-2024 წლებში ითამაშა (124 შეხვედრა, 58 გოლი). ის ასევე იყო „რეალის“ და „ჩელსის“ წევრი, ხოლო ესპანეთის ნაკრებში 80 თამაშში თავი 36-ჯერ გამოიჩინა.

0.115331