ფეხბურთი

10:59 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტი: "ინგლისის ნაკრებიდან წასვლა? ახლა არ არის შესაფერისი მომენტი"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა განაცხადა, რომ გუნდიდან წასასვლელად ახლა სწორი მომენტი არ არის და გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება.

„ნაკრების დატოვება? არ მგონია, რომ კარგი მომენტი იყოს ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. მჭირდება საუბარი ადამიანებთან და ახლა არაფერი მაქვს გადაწყვეტილი. ერთი დღით ნაკლები გვქონდა ფინალისთვის მოსამზადებლად, ვიდრე მეტოქეს და ეს ნამდვილად იყო უარყოფითი ფაქტორი. თუმცა, მე-80 წუთამდე თამაშში ვიყავით. ცოტა დრო გვჭირდება ყველაფრის გასაანალიზებლად.

კეინის შეცვლა? ფიზიკურად მისთვის რთული იყო, ვერ მოახერხა ტურნირის მიმდინარეობისას იმ ფორმაში შესვლა, რასაც ყველა ველოდით. ვფიქრობდით, რომ უოტკინსის შესვლით თამაშში სიახლე შევიდოდა და პრესინგზე უკეთ ვითამაშებდით. ვფიქრობ, რომ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ის გააკეთეს, რა დავალებებიც მივეცით“, - თქვა საუთგეიტმა.

შეგახსენებთ, რომ გარეთ საუთგეიტის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრები ყველაზე მეტჯერაა დიდი ტურნირის ფინალში ნამყოფი, ვიდრე სხვა მწვრთნელების ხელში, მაგრამ „სამი ლომი“ ისევ ტიტულის გარეშე დარჩა.

0.124536