ფეხბურთი

16:00 | 14.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დანი ოლმო სავარაუდოდ "მანჩესტერ სიტიში" გადავა

ესპანეთის ნაკრებისა და „ლაიფციგის“ ნახევარმცველი დანი ოლმო შესაძლოა სულ მალე „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს.

პეპ გვარდიოლას თანამემამულის გადაბირება სურს და ინგლისელები მზად არიან „ლაიფციგს“ მისი გამოსასყიდი თანხა, 60 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ოლმო გამორჩეული ევროპის ჩემპიონატი აქვს, სადაც თავი 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. „ლაიფციგში“ ის 2019 წლიდან თამაშობს და 148 შეხვედრაში 29 გოლი აქვს გატანილი. მანამდე დანი ზაგრების „დინამოში“ ირჯებოდა.

0.112093