ფეხბურთი

22:18 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

არტეტამ პრემიერლიგის ახალი სეზონის წინ „არსენალის“ სატრანსფერო კამპანიის სირთულეებზე ისაუბრა

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონის წინ სატრანსფერო პოლიტიკის მართვის სირთულეებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ყველაფერი ცოტა ნელა მიდის. ბაზარმა და ახალმა წესებმა განაპირობა ის, რომ კლუბები უფრო ინფორმირებულები გახდნენ და უფრო რთულია ბიზნესის მართვა ისე, როგორც ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ვაკეთებდით.

მაგრამ ჩვენ ამას შევეგუეთ და კვლავ გვინდა მივაღწიოთიმას, რაც სატრანსფერო ფანჯარისას გვსურს, გვყავდეს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი და გავაუმჯობესოთ კლუბი ყველა სფეროში,“ - ციტირებს არტეტას სიტყვებს „არსენალის“ ოფიციალური საიტი.

პრემიერლიგის ახალი სეზონი 16 აგვისტოს დაიწყება. პირველ მატჩში „არსენალი“ 17 აგვისტოს „ვულვერჰემპტონს“ შეხვდება.

0.114051