ფეხბურთი

18:10 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი ჟურნალისტი: "არ ვიცი რატომ, მაგრამ "შახტარი" გოჩოლეიშვილის გაშვებას არ აპირებს"

უკრაინელმა ჟურნალისტმა მიხაილო სპივაკოვსკიმ გერმანულ „ჰამბურგში“ გიორგი გოჩოლეიშვილის შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, „შახტარი“ არ განიხილავს მის გაყიდვას, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ქართველი გუნდში უკვე მესამე არჩევანია.

„რამდენად რეალურია „ჰამბურგში“ გოჩოლეიშვილის გადასვლა? მივმართე ხალხს, ვინც დანამდვილებით უნდა იცოდეს ეს და მითხრეს, რომ არა. გოჩოლეიშვილს არ გაუშვებენ. არ ვიცი, რატომ, რადგან მის პოზიციაზე იყიდეს ვინისიუს ტობიასი, ჰყავთ კონოპლია და ახლა გოჩოლეიშვილის რეალური პერსპექტივა მარტო უკრაინის თამაშია, მაგრამ ვნახოთ. ქართული სულისკვეთება ისეთია, რომ შეიძლება კონკურენცია დაძლიოს და მეტი დრო მიიღოს“, - თქვა სპივაკოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილმა გასულ სეზონში „შახტარში“ 24 მატჩი ჩაატარა (3 საგოლე პასი), თუმცა უმეტესად შეცვლებზე თამაში უწევდა, რადგან კონკურენცია დიდია.

0.11846