ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლუის დე ლა ფუენტეს კონტრაქტის განახლებას სთავაზობს 2028 წლის ზაფხულამდე.
მოლაპარაკებები გაგრძელდება ევრო 2024-ის ფინალის შედეგის მიუხედავად, რადგან მას სრულ ნდობას უცხადებენ. ხელფასის სახით ესპანელი სპეციალისტი 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.
ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრები 2022 წლის დეკემბერში ჩაიბარა და საოცარი შედეგები აქვს: 20 მატჩი, 16 მოგება(!), 2 ფრე, 2 წაგება. „ფურია როხა“ მან ევროპის ჩემპიონატის ფინალში ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთით გაიყვანა.
დე ლა ფუენტე მანამდე ესპანეთის 19 და 21-წლამდე ნაკრებებში მუშაობდა, ასევე იყო „ბილბაოს“ და „ალავესის“ მწვრთნელი.