ჩოგბურთი

23:13 | 12.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალშია

უიმბლდონის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა, რომელმაც ნახევარფინალში იტალიელი ლორენცო მუზეტი საკმაოდ ადვილად, 3:0 დაამარცხა.

სამივე სეტში იყო ბრძოლა, მაგრამ კლასმა და გამოცდილებამ თავისი გააკეთა - ნოლემ 6:4, 7:6 (7:2), 6:4 მოიგო და უიმბლდონის ფინალში კარიერაში მეათედ გავიდა.

მუზეტიმ 2 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა მიითვალა, ნოვაკს 6 ეისი ჰქონდა, 4 ორმაგი შეცდომის საპირწონედ. მთლიანობაში სერბმა აჯობა იტალიელ მეტოქეს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

უიმბლდონის ფინალში 14 ივლისს, ნოვაკ ჯოკოვიჩი ესპანელ კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ შარშანაც უიმბლდონზე ჯოკოვიჩი-ალკარასის ფინალი იყო.

0.113002