ფეხბურთი

20:05 | 12.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგიმ "ინტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ინტერმა“ სიმონე ინძაგის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ძველი ხელშეკრულება 2025 წელს იწურებოდა, ახლა კი, ის გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

სიმონე „ნერაძურიში“ წელიწადში 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო სკუდეტოს მოგების შემთხვევაში ბონუსად კიდევ 2 მილიონსაც მიიღებს.

სიმონე ინძაგიმ სამწვრთნელო კარიერა „ლაციოში“ დაიწყო, ხოლო 2021 წლიდან „ინტერში“ მუშაობს, რომელსაც ერთხელ სკუდეტო მოაგებინა, ორჯერ იტალიის თასი და სამჯერ სუპერთასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

0.11141